ინფორმაცია პროფესიონალური მიტანის სერვისის შესახებ

   ძვირფასო მომხმარებელო,

   მადლობას გიხდით რომ აირჩიეთ ჩვენი მიტანის სერვისი. ჩვენ გვესმის შეკვეთის განთავსებასთან დაკავშირებული მოლოდინი და ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ პროდუქტი მაქსიმალურად სწრაფად, ხარვეზების გარეშე.

   ქვემოთ თქვენ იხილავთ მიტანის პროცესის დეტალურ ინფორმაციას, ასევე ნივთების დაბრუნების და იმის შესახებ, თუ როგორ ვაგვარებთ პრობლემებს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მიტანის დროს

1. პროდუქციის მიწოდება:

   თბილისის შიგნით შეკვეთებისთვის, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აიღოთ თქვენი პროდუქცია ჩვენი ოფისოდან. ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირეთ ნომერზე: +995 599 09 16 09.

   მიწოდება საქართველოში:

• ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით შუადღის 12:00 საათამდე შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება მომდევნო სამუშაო დღეს.
• პარასკევს 12:00 საათის შემდეგ შეძენილი პროდუქცის მიწოდება ხდება, მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში.
• ბარათით ონლაინ გადახდისას 300.00 ლარზე მეტი პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, მიტანა არის უფასო. (მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში შეკვეთებზე).
• ტრანსპორტირების საფასური დამოკიდებულია წონაზე, ძირითადად 6.00-12.00 ლარის ფარგლებში.

   მიწოდება სომხეთსა და აზერბაიჯანში:

   სომხეთსა და აზერბაიჯანში მიწოდების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ კითხვების შემთხვევაში. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ჩვენი სერვისის გაფართოებაზე ამ რეგიონებში.

2. დაბრუნების პოლიტიკა:

   გამოუყენებელი პროდუქტები:

   • გამოუყენებელი პლასტმასის პროდუქციის ან წამწამების დაბრუნება შესაძლებელია შეძენიდან 3 თვის განმავლობაში.
   • საქართველოს მთავრობის რეგულაციების შესაბამისად, გამოუყენებელი თხევადი პროდუქცია ექვემდებარება დაბრუნების 14-დღიან პერიოდს.
   • თუ დაგჭირდათ კურიერის მომსახურეობა პროდუქტის დაბრუნების დროს დაგვიკავშირდით დახმარებისთვის (საკურიერო ხარჯებს დაფარავს მომხმარებელი).

   მეორადი პროდუქტები:

   • წამწამების დაბრუნება შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში, თუნდაც პროდუქცია ნაწილობრივ გამოყენებულია, თანხის დაბრუნება მოხდება ვაუჩერით ან საბანკო გადარიცხვით.
   • პინცეტები შეიძლება დაბრუნდეს 14 დღის განმავლობაში (გირჩევთ მინიმუმ 5 სხვადასხვანაირ სატესტო პინცეტს).
   • თხევადი პროდუქცია, როგორიცაა წებო, პრაიმერი და წამწამების შამპუნი, არ ბრუნდება გახსნის და გამოყენების შემდგომ.

3. ხარვეზები მიწოდებისას, დაკარგული პაკეტები და თანხის დაბრუნება:

   • ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი საკურიოერო მომსახურეობის ხარვეზებზე, მაგრამ ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ დახმარება ხარვეზის დროს.
   • თუ მიწოდების პრობლემა წარმოიქმნება და პაკეტი დაბრუნდება, ჩვენს მიერ მოწოდებული AWB ნომრით დაუკავშირდით უშუალოდ კურიერს. შესაძლოა მოგიწიოთ დამატებითი თანხის გადახდა საკურიერო მომსახურეობაზე.
   • უარყოფილი ამანათის თანხის დაბრუნება გაიცემა 14 დღის განმავლობაში, ტრანსპორტირების ხარჯების გამოკლებით.

   საჩივრები:

   ნებისმიერი პრობლემა იქნება განხილული და ვეცდებით დაუყოვნებლივ მოვაგვაროთ. გთხოვთ, გამოაგზავნოთ წერილობითი შეტყობინება შემდეგ მისამართზე:

   პატივისცემით,

   • დირექტორი: monikao@pinklashes.ro
   • მენეჯერი: lashcorpint@gmail.com

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ნდობას ჩვენი სერვისების მიმართ და მზად ვართ მოგემსახუროთ მაქსიმალურად სწრაფად, ხარვეზების გარეშე.

Register

New Account Register

Already have an account?
Log in instead Or Reset password